პროკურორებმა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში იმღერეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა ქართველი იურისტების მხარდაჭერით გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს.
როგორც „კვირას“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, პარაოლიმპიელთა დასახმარებლად ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კონცერტი გაიმართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, იურისტებმა ხალხური და საესტრადო სიმღერები შეასრულეს.
„პარაოლიმპიური თამაშები, ეს არის ოლიმპიური თამაშების მსგავსი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრება უნარშეზღუდული ადამიანებისთვის. პარაოლიმპიელებმა ბევრ ჩვენგანზე მეტი შეძლეს, ისინი სხვებს აძლევენ სტიმულს და გვაოცებენ უსაზღვრო შესაძლებლობებით. სწორედ ამიტომ ქართველი იურისტები ერთიანდებიან, რათა ყველას გააგებინონ ამ ადამიანების შესახებ. ასევე, იზრუნონ მათი უფლებათა რეალიზებისთვის და იმისათვის, რომ პარაოლიმპიელებმა მეტი სტიმულით გააგრძელონ ჩვენთვის საოცარი მაგალითების მოცემა“, – განაცხადეს პროკურორებმა. საქველმოქმედო აქციაში  პროკურორები გიორგი გვარაკიძე და ლანა ცერცვაძე მონაწილეობდნენ. საქართველოს პროკურატურა მიესალმება მსგავსი სახის აქციებს და ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს საზოგადოებისთვის სასარგებლო ინიციატივებს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები