მერკელი: რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება გარდაუვალია
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება, აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, გარდაუვალია.
“ჩვენ შეუჩერებლად ვმუშაობთ აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით დასარეგულირებლად. თუმცა, სამწუხაროდ, კვლავინდებურად გრძელდება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა”, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მისივე განმარტებით, რუსეთის წინააღმდეგ საჯარიმო სანქციები იქამდე იმოქმედებს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში ვითარების სტაბილიზაციისთვის შესამჩნევ ნაბიჯებს არ გადადგამს.