არჩილ თალაკვაძემ პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე რეფორმები სტუდენტებს გააცნო

   სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ კავკასიის უნივერსიტეტში, პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე საინფორმაციო სემინარი ჩაატარა. მინისტრის მოადგილემ სემინარი სამართლის და მედიის სკოლების სტუდენტთა მიწვევით გამართა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, სტუდენტთა შეკითხვები ადამიანის უფლებების დაცვას, სასჯელაღსრულების სისტემაში მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფას, მენეჯმენტის მოდელს და სტრატეგიას, პენიტენციალურ ჯანდაცვას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესულ საქმეებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა. ინტერაქტივის დროს შეხვედრაში მონაწილე სტუდენტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან თავისუფლება ხელშეუვალ უფლებად დაასახელა და დააფიქსირა პოზიცია, რომ „წამება დაუშვებელია, მისი გამართლება შეუძლებელია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები