"საქართველოს რკინიგზამ" მცხეთის მიმართულებით სპეციალური რეისები დანიშნა

  22-23 თებერვალს, მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავის გახსნის პროცესზე დასწრების მსურველთა დიდი ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებისათვის, სს “საქართველოს რკინიგზამ” თბილისი-მცხეთა-თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისები დანიშნა. როგორც “კვირას“ “საქართველოს რკინიგზიდან” აცნობეს, აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანა უფასოდ განხორციელდება. თბილისი-მცხეთა-თბილისის მიმართულებით მატარებლები იმოძრავებს ყოველ ორ საათში ერთხელ, შემდეგი განრიგის შესაბამისად: 22 თებერვალს, ქ.თბილისის დიდუბის სადგურიდან რეისები შესრულდება 06:00 საათიდან 24:00 საათის ჩათვლით, შესაბამისად, 22 თებერვალს ქ.მცხეთის სადგურიდან დიდუბის მიმართულებით რეისები შესრულდება 07:00 საათიდან 01:00 საათის ჩათვლით. ხოლო 23 თებერვალს – 07:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები