რასმუსენი უკრაინას ძალის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებ

  ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინის ყველა მხარეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი განცხადებას ავრცელებს. როგორც რასმუსენი განცხადებაში აღნიშნავს, უკრაინელი სამხედროები არ უნდა დაუპირისპირდნენ უკრაინელ ხალხს. მისი თქმით, ამას ძალზე ნეგატიური შედეგები ექნება ნატოსა და უკრაინის ხელისუფლების ურთიერთობაზე.
“მწუხარებას გამოვთქვამ უკრაინაში მომხდარი შემაშფოთებელი სისხლისღვრის გამო. მოვუწოდებ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, რათა არ გამოიყენოს გადამეტებული ძალა და შეინარჩუნოს შეიარაღებული ძალების ნეიტრალიტეტი. ერთადერთი გზა მშვიდობიანი დიალოგია და მივესალმები ყველა საერთაშორისო ძალისხმევას, გაუხსნან გზა კრიზისის ასეთ დემოკრატიულ და მშვიდობიანად მოგვარებას”, – აღნიშნულია ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები