თინა ხიდაშელი: პირადი ცხოვრება მხოლოდ ინტიმს და სექსს არ გულისხმობს

   დეპუტატი თინა ხიდაშელი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტს აკრიტიკებს. დეპუტატი საკანონმდებლო პაკეტის ავტორებს შეახსენებს, რომ პირადი ცხოვრება მხოლოდ ინტიმს და სექსს არ გულისხმობს. მისი თქმით, პირადი ცხოვრება მოიცავს ისეთ საკითხსაც, როგორიც არის, მაგალითად, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ხიდაშელის შეფასებით, არ შეიძლება გახმაურდეს და დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც პირის მაკომპრომეტირებელ ცნობებს შეიცავს. მისივე თქმით, მაკომპრომეტირებელ მონაცემებზე მითითება კანონს ზოგად ხასიათს აძლევს და გაურკვეველი ხდება, რას ჩათვლის საგამოძიებო ორგანო მაკომპრომეტირებელ ინფორმაციად და რას – არა.
“საინტერესოა, როგორ განისაზღვრება, თუ რა არის მაკომპრომეტირებელი მონაცემები. მაგალითად – თუკი პირს სექსუალური კავშირი აქვს მეუღლესთან, ეს არამაკომპრომეტირებელ ინფორმაციად ჩაითვლება და მას არ გაანადგურებენ. ხოლო თუ კავშირი აქვს საყვარელთან, ეს იქნება მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია”?! – იკითხა თინა ხიდაშელმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
ხიდაშელი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილს შეახსენებს, რომ პირადი ცხოვრება მხოლოდ ინტიმს და სექსს არ გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები