მიხეილ გიორგაძე მწერალთა სახლს ეწვია

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის ინიციატივით გრძელდება შეხვედრები სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მწერალთა სახლს ეწვია. მიხეილ გიორგაძეს მწერალთა სახლის დირექტორმა ნატა ლომოურმა უმასპინძლა. მინისტრმა ისტორიული შენობა დაათვალიერა, თანამშრომლებს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა მწერალთა სახლის შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხები.
მწერალთა სახლის რეაბილიტაციაზე მუშაობა თბილისის განვითარების ფონდისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 2011 წელს დაიწყო; შენობის რეაბილიტაციის რამდენიმეეტაპიან პროექტზე მუშაობა 2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაგრძელდა. კულტურის სამინისტრო ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად უზრუნველყოფს აღნიშნული სამუშაოების კოორდინაციას. ამ ეტაპზე მწერალთა სახლში მიმდინარეობს ლიტერატურული კაფის მოწყობა. უკვე დასრულებულია სამზარეულოს აღჭურვა, აგრეთვე ბაღის განახლება. 2015 წლისთვის, შენობის რეაბილიტაციის გასაგრძელებლად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 100 ათასი ლარი გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები