შანდორ საბომ დავით შავლიაშვილი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, შანდორ საბოს შეხვდა.
როგორც „კვირას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. ელჩი საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა. მინისტრმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების განხორციელების საკითხებსაც.
ამავე შეხვედრაზე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, შანდორ საბომ მინისტრი, დავით შავლიაშვილი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები სისტემატურ ხასიათს მიიღებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და განმტკიცებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები