გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია
უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია. თელავიდან გომბორი-ვაზიანის მიმართულებით გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, საგზაო სამსახურის თანამშრომლები კი ტექნიკურ მარილს ყრიან.