თბილისის შემოგარენში უხვი ნალექის გამო, გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

 

     თბილისის შემოერთებულ ტერიტორიაზე მოსული უხვი ნალექის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
„თბილსერვისის“ უფროსის მოადგილის, ლევან ნაროუშვილის თქმით, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნება. მისივე ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები წყნეთში, კიკეთსა და კოჯორში სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობს და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილზე იმყოფებიან ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და შპს „თბილსერვისის“ წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა, იყრება მარილი.
„თბილსერვისი“ მოსახლეობას მოუწოდებს, ზაფხულის საბურავებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
თბილისში ნალექი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები