ზურაბ აბაშიძე რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის მცდელობას ტელეფონის აპარატს ადარებს

 

     რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი ზურაბ აბაშიძიე აბაშიძე-კარასინის ფორმატის არსებობის საჭიროებაზე საუბრობს.
ოპონენტების მოსაზრებას, რომ ეს ფორმატი უნდა გაუქმდეს, აბაშიძემ უპასუხა, რომ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, მიუხედავად იმისა რამდენად რთულია ურთიერთობები, პირდაპირი კავშირი უნდა არსებობდეს. „როდესაც ჩვენ 2012 წელს დავიწყეთ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი, მაშინ ხაზგასმით ვამბობდით, რომ ეს არის ორმხრივი კომუნიკაციის არხი, ამით ჩვენ შევიქმენით ის საშუალება, რომ თუკი იქნება აუცილებლობა პირდაპირ, ორმხრივ რეჟიმში ვესაუბროთ რუსეთს. ამას ჩვენ ყველა გვირჩევდა, ეს ჩვეულებრივი რამ არის, რომ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, რაოდენ რთული ურთიერთობებიც არ უნდა იყოს, პირდაპირი კავშირი უნდა არსებობდეს“, – განაცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში. მან რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის მცდელობა ტელეფონის აპარატს შეადარა და აღნიშნა, რომ ის შესაძლოა ვერ გამოიყენო წარმატებულად, მაგრამ კომუნიკაციითვის საჭიროა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები