პრემიერმა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე Standard & Poor`s -ის ხელმძღვანელთან ლონდონში ისაუბრა

 

     საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, უკვე განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები იყო საუბრის მთავარი თემა საქართველოს დელეგაციასა და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Standard and Poor’s” ხელმძღვანელობას შორის. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და Standard & Poor`s -ის ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონულ ხელმძღვანელთან მირიამ ფერნანდეს დე ჰერედია მარტინესთან ლონდონში დღეს გაიმართა. „Standard and Poor’s”-ის 2014 წლის მონაცემებით საქართველოს გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი სუვერენული საკრედიტო რეიტინგებით “BB”, ხოლო შეფასება სტაბილური აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები