თამარ ბერუჩაშვილი რუსეთის ქმედების საკითხზე დიპკორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ბერუჩაშვილმა განაცხადა, დიპლომატებისგან მიიღო ძალიან მკაფიო თანამშრომლობის დადასტურება, რათა რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი მაქსიმალურად იყოს დაგმობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

“დიპლომატებთან შეხვედრის მთავარი ამოცანა იყო დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა დღევანდელი ფაქტის შესახებ. მათგან მივიღეთ ძალიან მკაფიო დადასტურება მხარდაჭერის შესახებ. ასევე მივიღეთ ძალიან მკაფიო დადასტურება თანამშრომლობაზე, რომ ერთად უნდა გამოვიყენოთ ყველა ორმხრივი და საერთაშორისო ფორმატი, რათა რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი მაქსიმალურად იყოს დაგმობილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები