კიევში ქართველი დავით ყიფიანი გარდაიცვალა
კიევში კიდევ ერთი ქართველი, დავით ყიფიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ყიფიანის ცხედარი კრეშატნიკის მოედანზე იპოვეს. მას სნაიპერის ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. დათო ყიფიანს მეუღლე და ერთი წლის შვილი დარჩა. რაც შეეხება კიევში გარდაცვლილ კიდევ ერთ ქართველს, ზურაბ ხურციას, იგი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს.