“კეთილმოწყობა, ძვირადღირებული თუ მომგებიანი ინვესტიცია“ სემინარი გაიმართა

 

   პოლონურ-ქართული კომპანია “აგრომაქს დეკორმა“ სემინარი სახელწოდებით: “კეთილმოწყობა, ძვირად ღირებული თუ მომგებიანი ინვესტიცია“, გამართა. “აგრომაქს დეკორი“ ორთაჭალაში თანამედროვე სანერგეში დეკორატიული მცენარეების წარმოებითაა დაკავებული. გარდა ამისა, კომპანია ლანდშაფტის პროექტირებაზე და გამწვანებაზე მუშაობს. “საქართველოში საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის დინამიკურ განვითარებასთან დაკავშირებით საჭიროთ ჩავთვალეთ, სამომავლო საინვესტიციო პროექტებისათვის ყურადღება მივაპყროთ და ინვესტორები გამწვანების ფუნქციონირების აუცილებლობით დავაინტერესოთ, თანამედროვე პრინციპების შესაბამისად. ლანდშაფტის განსხვავებული და გამოცდილი პოლონელი არქიტექტორები – კაჰა მოლსკა და და რობერტ ნოვიცკი გაგვიზიარებენ, თუ როგორ შეიძლება ხარისხიანმა გარემომ დეველოპერების ფინანსურ წარმატებაზე მოახდინონ გავლენა. სპეციალისტები თანამედროვე პოლონეთის ცნობილ პროექტებზე მუშაობის საიდუმლოებებზე გვიყვებიან და შედეგსაც გვაჩვენებენ“, – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სემინარის სპეციალური სტუმარი ირმა ბერძენიშვილი იყო, რომელმაც ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის საცხოვრებელი ადგილის გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში ფოტოგამოფენაც გაიმართა. კომპანია, დამსწრე საზოგადოებას სველი ფურშეტით გაუმასპინძლდა.

10814367_995407477141909_589725315_n-327x218

10754854_995407117141945_982196584_n-327x218

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები