როგორ აპირებს მთავარი პროკურატურა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას?

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული დაიწყო.
საგამოძიებო უწყების პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პროკურატურას დაგეგმილი აქვს მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის მოსახლეობასთან შეხვედრები ცნობიერების ამაღლების მიზნით. კვირეულის ფარგლებში, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი და მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არსებული სირთულეებისა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ. კვირეული საზოგადოებისთვის ოჯახური დანაშაულის შესახებ ფართომასშტაბიანი კვლევის წარდგენით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები