ცხრა წლიანი პაუზის შემდეგ ”პრეს-პრემიერი”- „ pres-cavcasia.ge“ მუშაობას ანახლებს
ორგანიზაცია, რომლის ძირითადი საქმიანობა ჟურნალისტური გამოძიებაა, 25 ნოემბერს „ pres-cavcasia.ge“ პრეზენტაციას გამართავს. ცხრა წლიანი პაუზის შემდეგ, ინტერნეტ-გამოცემა pres-cavcasia.ge მუშაობას ანახლებს. როგორც „კვირას“ ინტერნეტ-გამოცემა pres-cavcasia.ge -ს მთავარმა რედაქტორმა ქეთი სესიაშვილმა განუცხადა, პრეზენტაციაზე ჟურნალისტური გამოძიების ცენტრისა და იურიდიული სამსახურის წარდგინება მოხდება. მისი თქმით, ეს სამსახურები დაფუძნებულია არასამთავრობო ორგანიზაციასთან ,,ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის”. მისი თქმით, ჟურნალი „პრეს-პრემიერი“ 2005 წლის ბოლოს ,,ვარდების” ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაარბიეს და შედეგად, მუშაობა შეჩერდა. 25 ნოემბრიდან კი, „pres-cavcasia.ge“ს მთავარი რედაქტორი მკითხველს და პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს ახალი გეგმების შესახებ გააცნობს. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ორგანიზაცია, სურვილის შემთხვევაში, კორესპონდენტებსა და ტვ-რადიო წამყვანების მოსამზადებელ კერძო კურსებს სთავაზობს. პრეზენტაცია, სამშაბათს,19.30 სთ, კოსტავას 63, გმირთა მოედანზე, 11-სართულიანის პირველ სართულზე გაიმართება.