კულტურის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს უმასპინძლა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩს იანოშ ჰერმანს უმასპინძლეს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკურლების გაფორმების შემდეგ საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, მსოფლიოს უფრო მეტად გააცნოს საკუთარი კულტურა. ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ევროპის კავშირი მზად არის, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.