აშშ-ში 12 წლის ბიჭი პოლიციელმა მოკლა (ვიდეო)

ამერიკის შტატ ოჰაიოში პოლიციელმა 12 წლის ბიჭი მოკლა. სამართალდამცავებმა ცეცხლი მოზარდს მას შემდეგ გაუხსნეს, როდესაც 12 წლის თამირ რაისის ხელში იარაღი დაინახეს. პისტოლეტი სათამაშო აღმოჩნდა. ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოფიციალური ვერსიით, მაშველებმა შეტყობინება მიიღეს, რომ საქალაქო ცენტრში მამაკაცი იარაღით იმყოფებოდა. ჩანაწერზე ისმის, რომ ზარის ავტორი ამბობს: „პისტოლეტი, სავარაუდოდ, ნამდვილი არ არის“. იმის მიუხედავად, რომ ადგილზე მისულ პოლიციას 12 წლის შავკანიანი ბიჭი დახვდა, მათ მაინც გაისროლეს. ბიჭი არ იმუქრებოდა და არც იარაღს უმიზნებდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ეს შემთხვევა პოლიციის მიერ ბავშვის მოკვლის პირველი ფაქტი არ არის. ქალაქ ფერგიუსონში შავკანიანი მაიკლ ბრაუნის მკვლელობამ მასობრივი არეულობაც კი გამოიწვია. ახლა ქალაქის მოსახლეობა ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილების მოლოდინშია: გაასამართლებენ თუ არა პოლიციელს.

10805227_873398956033677_1038991113_n

10818781_873398959367010_386080169_n

10819094_873398962700343_1930407011_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=utdCDpfUh-g” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები