კახა ბენდუქიძე კუკიის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს

  ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და “თავისუფალი უნივერსიტეტის” დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე კუკიის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.
ბენდუქიძის პანაშვიდი დიდი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში მიმდინარეობდა.
საუნივერსიტეტო კამპუსში შეკრებილები იყვნენ ყოფილი მინისტრის თანაგუნდელები, პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის სტუდენტები.
ასევე პანაშვიდზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და დეპუტატები იმყოფებოდნენ.
კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკაში, 13 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ საასტუმროში გულის შეტევით გარდაიცვალა. ბენდუქიძე ლონდონიდან თბილისში 20 ნოემბერს ჩამოასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები