ნიკა გვარამია: საქართველომ დაკარგა საინტერესო შვილი

  საქართველომ დაკარგა საინტერესო შვილი – ამის შესახებ “რუსთავი2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
გვარამია დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში იმყოფებოდა და კახა ბენდუქიძის ოჯახს მიუსამძიმრა.
„საქართველოს და არამარტო საქართველოს მოაკლდა მთავარი რეფორმატორი. კახა იყო ძალიან ნიჭიერი, ძალიან გონიერი. მე ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი მეგობარი იყო. საქართველომ დაკარგა საინტერესო შვილი,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები