„ღვინის მაღალტექნოლოგიური ქარხნის გახსნით მეწარმეების ხელშეწყობა გრძელდება“

  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, ქედაში ღვინის მაღალტექნოლოგიური ქარხნის გახსნით გრძელდება მეწარმეების ხელშეწყობა.
“ქედაში იხსნება ქარხანა, რომელიც აღჭურვილია უახლოესი ტექნოლოგიით. აქ მოწყობილია ასევე მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია. ხოლო თანადაფინანსების ნაწილში ისინი ისარგებლებენ ერთ მილიონ ლარამდე შეღავათიანი კრედიტით და დასაქმდება მინიმუმ 20 ადამიანი”, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოსახლეობას კახური ტრადიციული მეღვინეობის დღესასწაული მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები