სოზარ სუბარმა პირდაპირ ეთერში ემზარ კვიციანის დამსახურებებზე ისაუბრა

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ სოხუმის დაცემის შემდეგ კოდორის ხეობის შენარჩუნებაში ემზარ კვციანის წვლილზე ისაუბრა. როგორც სუბარმა აღნიშნა, რომ არა ემზარ კვიციანის ეფექტური ნაბიჯები, მაშინ ხეობის შენარჩუნება ვერ მოხერხდებოდა.
“მე როცა მოვდიოდი სოხუმიდან ჯართან და სოხუმელებთან ერთად, პირადად ვიყავი მომსწრე იმისა, თუ როგორ შეძლო ემზარ კვიციანმა მობილიზება, რომ კოდორის ხეობაში დამცავი ზღუდე აღმართულიყო და როგორმე ეს ხეობა შეგვენარჩუნებინა, რომ არა ემზარ კვიციანი ამის გამკეთებელი იქ არავინ არ იყო და თვით ხეობაშიც კი ბევრი ადამიანი მას არ თანავუგრძნობდი იმიტომ, რომ სოხუმის დაცემის შემდეგ ყველას ჰქონდა ის განცდა თუ რა ძალა შეძლებდა ამ ხეობის შენარჩუნებას. ამ ადამიანმა თანამებრძოლებთან ერთად მოახერხა კოდორელების დარწმუნება, რომ ეს იყო აუცილებელი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები