პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრა დასრულდა
პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო პარლამენტში განსახილველ კანონპროექტებს, მათ შორის ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების – ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებულ პროექტს. უმრავლესობამ აღნიშნულ კანონპროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა დაფიქსირდა განსხვავებული მოსაზრებებიც. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია დაესწრო, რომელმაც დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ–მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობას ბრიუსელში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.