ირმა ინაშვილი: “კოდორის ხეობა” სააკაშვილის რეჟიმმა ჩააბარა და თუ ბევრს გაახურებთ ამას დაგიმტკიცებთ

კოდორის ხეობა სააკაშვილის რეჟიმმა ჩააბარა – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ამის დამადასტურებელი არაერთი მასალა არსებობს. “პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელი მოითხოვს დაუყონებლივ დაიწყოს გამოძება, თუ რა ვითარებაში “ჩაბარდა“ კოდორის ხეობა.
“კოდორის ხეობა” სააკაშვილის რეჟიმმა ჩააბარა და თუ ბევრს გაახურებთ ამას დაგიმტკიცებთ. ნებისმიერ სასამართლო პროცესზე გავალთ, გავიტანთ ჟურნალისტურ მასალებს და გავიყვანთ მოწმეებსაც. ამ საქმეში მფრინავები ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას იტყვიან. ამოვიღებთ მათ ჩვენებებს, სადაც ამბობენ, თუ როგორ უბრძანეს ლევან ნიკოლეიშვილმა და სხვა უმაღლესმა პოლიტიკური სტატუსიის მქონე პირებმა -ვანო მერაბიშვილმა, სააკაშვილმა, ოქრუაშვილმა მათ ჩხალთის მიწასთან გასწორება, მაშინ როცა იქ ეზოში ბავშვები თამაშობდნენ, როგორც ცხინვალში უნდოდა შესვლა და გამარჯვება უნდოდა ამ ავატიურისტს და სამხედრო დამნაშავე სააკაშვილს ამავე პრონციპით ჩააბარა მტერს კოდორი. სააკაშვილი მოღალატე ემზარ კვციანი კი ნამდვილი ვაჟკაცია, მოვითხოვ დაიწყოს გამოძება როგორ დაიწყო კოდორის ხეობის ჩაბარება“, – განაცხადა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები