მოსკოვში ქართველ კრიმინალთა ჯგუფი დააკავეს (ვიდეო)

მოსკოვის პოლიციამ დააკავა ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები, რომლებიც მოსკოვის ბანკებს ძარცვავდნენ. რუსული მედიის ინფორმაციით ბანდის თითქმის ყველა წევრი ქართული წარმომავლობისაა. მოსკოვის პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით დაჯგუფების ანგარიშზე მოსკოვური ბანკების ინკასატორების გაძარცვის ხუთი შემთხვევა გახლავთ, რომელსაც სპორტული ავტომობილის „AUDI RS 4“-ის გამოყენებით ახორციელებდნენ. ბანდის წევრები ინკასატორებს ბანკებთან უთვალთვალებდნენ, შემდეგ ავტომობილით უკან მიჰყვებოდნენ და მოსახერხებელ ადგილას მათზე თავდასხმას ახორციელებდნენ. ინკასატორებზე თავდასხმისას მინებს ჩაქუჩით ამტვრევდნენ და იარაღის მუქარით გადამზიდავებს ფულს სძარცვავდნენ. „დაკავებისას ბოროტმოქმედებს ავტომობილში სამი პისტოლეტი, კალაშნიკოვის ავტომატი, მრავალი სახის საბრძოლო მარაგი , ნიღბები და ყალბი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნიშნები აღმოაჩნდათ“ – განაცხადა მოსკოვის სისხლის სამართლის განყოფილების წარმომადგენელმა ალექსეი ბახრამეევმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=4FgeOwP20lY” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები