ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლები შეუერთდნენ აქციას – „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს 200-მდე თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო აქციაში – „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“.
უწყების ცნობით, ააიპ „სისხლის დონაციის ბანკსა“ და შს სამინისტროს შორის მემორანდუმი 2025 წლის 1-ელ აპრილს გაფორმდა.
“აღნიშნული აქციის მიზანია მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვებისა და ონკოლოგიური პაციენტების, ასევე შს სამინისტროს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების დასახმარებლად სისხლის უანგაროდ გაღება.
აღნიშნულ აქციას, ასევე, შეუერთდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებიც”, – წერია ინფორმაციაში