“პრიორიტეტულად ვახტანგ ხმალაძის მიერ წარმოდგენილ პროექტს მივიჩნევ“

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი დავით ბერძენიშვილი მოსმენებთან დაკავშირებით პრიორიტეტულად ვახტანგ ხმალაძის მიერ წარმდგენილ პროექტს მიიჩნევს.
როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს უმრავლესობისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა მსჯელობისთვის ორი კანონპროექტია წარდგენილი.
მისივე თქმით, შეჯერების შესაძლებლობა არსებობს. ამასთან, ბერძენიშვილი აცხადებს, რომ თუ იქნება საქმიანი საუბარი, ვახტანგ ხმალაძე კვალიფიციურად წარმოადგენს მის პროექტს. “ორი კანონპროექტია წარდგენილი. გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ პრიორიტეტულად ვახტანგ ხმალაძის მიერ წარმოდგენილ პროექტს მივიჩნევ. ვინც ასე ვართ განწყობილი, მიგვაჩნია, რომ არც პროვაიდერებს, თუმცა ევროპის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში მანდ არის გასაღები, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა ჰქონდეს ეს გასაღები, არამედ ეს გასაღები უნდა იყოს ძალიან მაღალი ნდობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურაში. სახელმწიფო სტრუქტურას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენს ვითარებაში და ხმალაძემ ასეთ სტრუქტურად შეარჩია მარეგულირებელი კომისია, რომელიც პრეზიდენტის მიერ მთავრობის თანხმობით პარლამენტის კენჭისყრის კომპლექტდება. ამიტომ ნდობა მისი არის მაღალი”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები