იაპონიაში პარლამენტი დაითხოვეს და არჩევნები დანიშნეს

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ პარლამენტი დაითხოვა და ამით ვადამდელი არჩევნების ჩატარება დააანონსა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. აბე რადიკალური ეკონომიკური რეფორმების ჩატარების მომხრეა და ცდილობს გაყიდვებზე გადასახადის გაზრდას თავი აარიდოს ან თუნდაც დროებით გადადოს.
იაპონური საინფორმაციო საშუალებების მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად ცნობილი გახდა, რომ აბე პოპულარობით არ სარგებლობს. მოსახლეობა ვერ ხვდება, რატომ გადაწყვიტა პრემიერმა არჩევნების ჩატარება ვადაზე 2 წლით ადრე.
შეგახსენებთ, რომ არჩევნები მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები