“რაშა თუდეის“ მთავარმა პროდიუსერმა თავი ჩამოიხრჩო

„რაშა თუდეის“ მთავარმა პროდიუსერმა ანტონ კოსტილევმა მოსკოვში თავი ჩამოიხრჩო. ამის შესახებ ტელეკომპანია „ლაიფ ნიუსი“ იუწყება. პროდიუსერის დაღუპვის შესახებ ასევე სააგენტო „მოსკვა“ შსს-ს მოსკოვის სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს. დაღუპული ჟურნალისტი მისმა ნათესავებმა აღმოაჩინეს. 45 წლის ჟურნალისტმა თავი ქამრის დახმარებით გამათბობლის მილზე აბაზანაში ჩამოიხრჩო. „ლენტა. რუს“ ინფორმაციით კოსტილევს წერილი არ დაუტოვებია. ნათესავების თქმით,ჟურნალისტი ბოლო დროს დეპრესიას განიცდიდა. შეგახსენებთ, რომ ანტონ კოსტილევი „რია ნოვოსტის“, ასევე „რაშა თუდეის“ მთავარი პროდიუსერი იყო. ის მედიარესურსების ახალ, ხარისხიან დონეზე წამოწევით იყო დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები