ნინო ბურჯანაძე: რა აზრი აქვს, საერთოდ, ამ საკითხის განხილვას, თუ ვის ხელში იქნება ე.წ. გასაღები

როდესაც ქვეყანაში სისტემა სწორად ჩამოყალიბებული არ არის და როდესაც არ არსებობს ნდობა და პოლიტიკური ნება, რომ უკანონო მოსმენები არ იყოს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, კანონში რა ჩაიწერება, – ამის შესახებ “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია ადამიანებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ თუ ისინი უკანონოდ ვინმეს მოუსმენენ, ამისთვის აუცილებლად დაისჯებიან. “როდესაც ქვეყანაში არ დაისაჯნენ ის ადამიანები, რომლებიც უკანონო მოსმენებს ახორციელებდნენ, რა აზრი აქვს, საერთოდ, ამ საკითხის განხილვას, თუ ვის ხელში იქნება ე.წ. გასაღები”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები