რა უთხრა თამარ სანიკიძემ სერგო რატიანს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დეპუტატ სერგო რატიანის შეთავაზებას გამოეხმაურა და მზად არის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს შეხვდეს.
როგორც თამარ სანიკიძემ აღნიშნა, სერგო რატიანი დღე საკრებულოს შენობაში განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაციაზე ნახა.
“ვუთხარი, რომ რამდენიმე დღით ვარ დაკავებული, რადგან საზღვარგარეთ მივემგზავრები. როგორც კი დავბრუნდები, კიდევ ერთხელ დავუდასტურებ, რომ ჩვენი კარი ყველასთვის და მათთვის ღიაა”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ. როგორც სერგო რატინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის განათლების მინისტრს სთავაზობს საკითხებს, რომლებსაც “ნაციონალურ მოძრაობაში” პრობლემატურად მიიჩნევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები