აირზენამ“ „ლუფ თანზასთან“ თანამშრომლობის 15 წლის იუბილე აღნიშნა (ვიდეო)

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ავიაკომპანია „აირზენამ“ კომპანია „ლუფ თანზასთან“ ტექნიკური მომსახურების საკითხებში თანამშრომლობის 15 წლის იუბილე აღნიშნა.
როგორც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა იესე ზაუტაშვილმა განაცხადა, კომპანია luftansa Technik-ი „ჯორჯიან ეარვეისის“ – ტექნიკური პერსონალის სტაჟირებაზე, პრაქტიკულ მომზადებასა და ტრენინგებზე ზრუნავს.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კომპანია luftansa Technik-თან ურთიერთთანამშრომლობის 15 წლისთავს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს გახლავთ მსოფლიოში ძალიან ცნობილი კომპანია. როდესაც საუბარია ავიახომალდების გამართულ მდგომარეობაზე თუ უსაფრთხო ფრენებზე, სწორედ ეს კომპანია გახლავთ ის, რომელიც ყოველწლიურად უწევს ტექნიკურ მომსახურებას ავიახომალდებს. ამის გარდა, ჩვენს ტექნიკურ პერსონალს რეგულარულად ტრენინგებს უტარებს. დღეს სიმბოლური საჩუქარი მივიღეთ ძალიან ძვირად ღირებული პროგრამული უზრუნველყოფის სახით, რაც ჩვენი ტექნიკური სამსახურისთვის ცხადყოფს იმას, რომ აღნიშნული კომპანია კვლავაც აპირებს, ჩვენს ავიაკომპანიასთან მჭიდროდ გააგრძელოს თანამშრომლობა“, – განაცხადა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა იესე ზაუტაშვილმა.
როგორც „აირზენა ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში “ლუფ თანზას“ ტექნიკური ხელმძღვანელები და კომპანიის ტექნიკური დირექტორატის წარმომადგენლები იმყოფებიან. მისივე თქმით, „აირზენა“ უახლოეს პერიოდში დაარსებიდან 20 წლისთავის აღნიშვნასაც გეგმავს. „დღეს ჩვენ გვაქვს ერთობლივი ღონისძიება კომპანია luftansa Technik- თან. ეს და ჩვენი კომპანია უკვე 15 წლის განმავლობაში ვთანამშრომლობთ. იგი სხვადასხვა ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფს ავიაკომპანიას. დღეს 15 – წლიანი იუბილეა და ამ 15 წლისთავს ერთად აღვნიშნავთ. იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში “ლუფ თანზას“ ტექნიკური ხელძღვანელები, ასევე კომპანიის ტექნიკური დირექტორატის წარმომადგენლები იმყოფებიან“, – განაცხადა „აირზენა ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა. პრენსკონფერენციის დასრულების შემდეგ კომპანია luftansa Technik-ის წარმომადგენლებმა ავიაკომპანია „აირზენას“, როგორც ტექნიკურად გამართულ ავიაკომპანიას სიმბოლურად სერტიფიკატი გადასცა. ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისისა“ და luftansa Technik -ის თანამშრომლობა 1999 წლის ბოლოდან დაიწყო.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=SWEKkEBGIVQ” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები