უნიკალური შემთხვევა თბილისში – 56 წლის ქალმა იმშობიარა

თბილისის პირველ სამშობიარო სახლში 56 წლის ქალმა იმშობიარა. მან გოგონა გააჩინა. დედისთვის ბარბარე პირველი შვილია. დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებაში რჩებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თბილისის პირველი სამშობიარო სახლის გენერალურ დირექტორ ზაზა ავალიანის განცხადებით, ეს არის უნიკალური შემთხვევა და ეს არის რეკორდი დედის ხანდაზმულობის მხრივ საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები