თბილისის 166-ე სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა
თბილისის 166-ე საჯარო სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც სკოლის დირექტორი ირმა ომანაძე აცხადებს, მათ სასწავლო დაწესებულებაში ნამწვის მკვეთრი სუნი იგრძნეს, რამაც პანიკა გამოიწვია და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შენობა მაშინვე დაატოვებინეს.
მისივე თქმით, სკოლაში გაზი შეყვანილი არ არის. თუმცა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გარედან რაიმე საფრთხე რომ არ ყოფილიყო, მათ კომპანია „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები გამოიძახეს და სკოლა და მისი მიმდებარე ტერიტორია შეამოწმებინეს.
ამ დროისთვის სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგენილია.