ვინ არის კაპრალი, რომელმაც თავში ტყვია დაიხალა – დამატებითი დეტალები

მამაკაცი, რომელმაც გორის რაიონის სოფელ გარეჯვარში შუბლში ტყვია დაიხალა, 40 წლის გენადი ტეტუნაშვილია.
მძიმედ დაჭრილი მამაკაცი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს.
როგორც “კვირას“ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გენადი ტეტუნაშვილი საინჟინრო ბრიგადის კაპრალია.
“შემთხვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ მომხდარა, საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს“, -აღნიშნავენ უწყებაში.
“კვირას“ ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურემ თვითმკვლელობა სოფელ გარეჯვარში, საკუთარ სახლში სცადა.
შემთხვევა 19 ნოემბერს, დილის საათებში მოხდა. დაჭრილი მამაკაცი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ოჯახის წევრებმა უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები