თამარ სანიკიძე პრემიაზე – ვერ გეტყვით, არ დამიანგარიშებია

ვერ გეტყვით, არ დამიანგარიშებია, – ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თამარ სანიკიძემ პრემიის და დანამატის სახით 27 930 ლარი აიღო.
როგორც თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ეტყვიან 27 930 ლარი რისგან შედგება, უფრო კონკრეტულად გასცემდა პასუხს. მისი თქმით, პრემიის სახით მან დაახლოებით 6000 ლარი აიღო და სხვა რაოდენობის პრემის არ აუღია.
“თუ საუბარია ხელფასზე და დანამატზე, მთავრობის დადგენილებით, ეს ყველა მინისტრს ერთნაირად ეძლევა”, – განაცხადა სანიკიძემ.
ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანამატთან ერთად პრემია მიიღო განათლების მინისტრმა. მისივე თქმით, თამარ სანიკიძის მიერ მიღებული დანამატი 21.680 ლარს, ხოლო პრემია 6 250 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები