დავით უსუფაშვილი პატიმრების შესაძლო წამების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პატიმართა წამების შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, „ასეთ ფაქტებზე ძალიან მალე უნდა შევიდეს სიცხადე, რასთან გვაქვს საქმე”.
როგორც უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ინფორმაციით, გამოძიების პროცესში ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია.
„ამგვარი ფაქტები უნდა იქნას ისე სწრაფად და მყისიერად გამოძიებული, როგორც ეს დაიწყო. როგორც ვიცი, ყველა უწყებაა ჩართული, რომელიც უნდა იყოს. დაველოდოთ შედეგებს”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები