50 მილიონი აშშ დოლარი ირიგაციის სისტემის რეაბილიტაციასა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტს მოხმარდება

საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) მსოფლიო ბანკს შორის ხელშეკრულება „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის დაფინანსების შესახებ გაფორმდა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია, რომელიც შემდეგ საირიგაციო არხებს ჩაუტარდებათ: ქვემო სამგორის არხი (კახეთი),თბილისი კუმისის არხი (ქვემო ქართლი), ზედა რუს არხი (შიდა ქართლი).
პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე საპილოტე ადგილას (მათ შორის შუახევი, ვანი, მარტვილი, მესტია, დედოფლისწყარო, გურჯაანი, გორი, მცხეთა, თიანეთი, თეთრიწყარო) მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელება.
პროექტის განხორციელების შედეგად, სარგებელს მიიღებს სოფლად მცხოვრები დაახლოებით 31,000 ოჯახი. გარდა ამისა, დაახლოებით 19,000 ოჯახი, რომელთაც მიწის რეგისტრაციისთვის შერჩეულ საპილოტე რაიონებში არარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გააჩნიათ, გაუმჯობესებული წესებით და პროცედურებით ისარგებლებენ – მათ საკუთარი ნაკვეთების დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ.
პროექტს განახორციელებენ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამმართველოს მეშვეობით, ასევე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (NAPR).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები