საქართველოში შესაძლოა, მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნას

„გვაქვს ინიციატივა, რომ შეიქმნას ახალი ინსტიტუტი, თუნდაც მომხმარებელთა ომბუდსმენი, ან რაიმე უწყება, რომელიც უშუალოდ პრემიერის დაქვემდებარებაში იქნება და მაქსიმალურად შეძლებს მომხმარებელთა უფლებების დაცვას“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ მადონა კოიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
მადონა კოიძემ მოსახლეობას ასევე რეკომენდაციით მიმართა და პროდუქციის შეძენისას მასზე დატანილი ეტიკეტის ყურადღებით გაცნობისკენ მოუწოდა.
„სურსათის უვნებლობის კოდექსში ძალიან კარგი ცვლილებაა შესული, გაწერილია, თუ რა ინფორმაცია უნდა იყოს ეტიკეტზე, რომ მომხმარებელმა სწორი არჩევანის გაკეთება შეძლოს. მომხმარებელს მოვუწოდებ, საკვების შეძენამდე მასზე დატანილ ეტიკეტს გაეცნოს. უნდა გადავხედოთ რამდენად სწორად ინახება პროდუქტი და ვადიანია თუ არა. ჩვენთან საჩივრები შემოდის არა მარტო საკვებზე, არამედ ტანსაცმელზეც, ტექნიკაზეც. გვაქვს ინიციატივა, რომ შემოვიდეს მომხმარებელთა ომბუდსმენი, ან იყოს რომელიმე სტრუქტურა, რომელიც იქნება უშუალოდ პრემიერ – მინისტრის დაქვემდებარებაში და მას შეეძლოს მომხმარებელთა უფლებების დაცვა“, – განაცხადა მადონა კოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები