„გურული დღიურების“ პრეზენტაცია ქუთაისში გაიმართება

22 ნოემბერს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის კინოდარბაზში გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის „გურული დღიურების“ პრეზენტაცია გაიმართება. მსურველებს შეეძლებათ წიგნის შეძენა ადგილზე.
გამომცემლობა „სიესტამ“ 11 ნოემბერს საზოგადოებას წარუდგინა გიორგი კეკელიძის ახალი წიგნი, დოკუმენტურ პროზად დაწერილი „გურული დღიურები“, რომელიც ავტორის მოგონებების, შეგრძნებებისა და გურულების მიერ მოთხრობილი ამბებისგან შედგება. ავტორის მოგზაურობა გურიაში ოთხ თვეს გრძელდებოდა და ის პირადად იწერდა ძველი დროის ამბებს ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და რიტუალების შესახებ გურული გლეხებისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები