დავით შავლიაშვილმა რუხში კლინიკის მშენებლობა დაათვალიერა

 

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა რუხის მრავალპროფილიანი კლინიკის მშენებლობა მოინახულეს.
სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფო რუხში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შენდება.
კლინიკის ამოქმედების შემდეგ, რუხის, მისი მიმდებარე სოფლების და აფხაზეთის მცხოვრებნი სამედიცინო დახმარებით ისარგებლებენ. გარდა ამისა, კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, აუზები და სკვერები. რეზიდენტების, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის აშენდება საერთო საცხოვრებელი.
ამ დროისთვის უკვე ჩასხმულია კომპლექსის შვიდივე ბლოკის საძირკველი; გაკეთებულია ჭაბურღილი, რომლითაც საავადმყოფო და დანარჩენი შენობები წყლით მომარაგდება. ამჟამად, მშენებლობაზე 50-მდე ადამიანი მუშაობს, ყველა-ადგილობრივი. ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, რუხის საავადმყოფოში 600 ადამიანი დასაქმდება.
მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 30 თვეში დასრულდება. მშენებლობას საქრთველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები