უჩა ნანუაშვილი კახა კახიშვილის შეთავაზებას არ იღებს

სახალხო დამცველს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილესთან კახა კახიშვილითან ერთად #8 დაწესებულებაში ვიზიტი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.
როგორც უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე კახიშვილის შეთავაზების საპასუხოდ განაცხადა, სახალხო დამცველის წარმომადგენლები რამდენჯერმე იყვნენ აღნიშნულ დაწესებულებაში, მათ შორის დღესაც.
“სახალხო დამცველის წარმომადგენლები რამდენჯერმე იყვნენ აღნიშნულ დაწესებულებაში, მათ შორის დღესაც. მინისტრთან ან მინისტრის მოადგილესთან ერთად შევიდე #8 დაწესებულებაში. თუკი ამის საჭიროება იქნება, თვითონ გადავწყვეტ ვიზიტს. ჩვენ სასჯელაღსრულების აღნიშნული დაწესებულებიდან ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები