წიგნის ფესტივალი და ბაზრობა გაიხსნება

27 ნოემბერს „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო პავილიონებში წიგნის ახალი ფესტივალი და ბაზრობა – „თბილისის წიგნის დღეები“ გაიხსნება და ოთხი დღე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება დისკუსიები წიგნისა და საგამომცემლო საქმიანობის განვითარების შესახებ; წიგნის ხელოვნების და უნიკალურ გამოცემათა ქართული და საერთაშორისო გამოფენები; წიგნის ხელოვნებასთან დაკავშირებული ვორქშოპები; საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებები მოზარდებისთვის; ლექციები წიგნისა და ლიტერატურის მსოფლიოს დიდი ფესტივალების შესახებ; ქართულ გამომცემლობათა წიგნის ბაზრობა.
ფესტივალი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის, „წიგნის ხელოვნების ცენტრის“ და „ექსპო ჯორჯიას“ ერთობლივი პროექტია, რომლის მხარდამჭერებიც არიან: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი; ირანის საელჩო საქართველოში და გაეროს მოსახლეობის განვითარების პროგრამა.
„თბილისის წიგნის დღეების“ პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისკუსიების სერიით, რომელშიც ჩაერთვებიან სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად მოწვეული სტუმრები – მსოფლიოს დიდი და ცნობილი წიგნის ფესტივალების ხელმძღვანელები, კურატორები, ცნობილი გამომცემლები და ილუსტრატორები. თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში ასევე გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა (ბაზრობა), სადაც ყოველი სტუმარი შეძლებს სასურველი წიგნის ყიდვას მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. ღონისძიების ძირითად ამოცანას გაერთიანებული პლატფორმის შექმნის გზით საქართველოში არსებული გამომცემლების მხარდაჭერა წარმოადგენს. წიგნების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას იღებს ყველა წამყვანი გამომცემელი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს წარმოდგენლი პროდუქციის ფართო სპექტრს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები