ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის პარლამენტში მხოლოდ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტია რეგისტრირებული
ფარულ მოსმენებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებით ამ დროისთვის პარლამენტში მხოლოდ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტია რეგისტრირებული. აღნიშნული დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა შემოდის, რომლიდანაც ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორე კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ექნება.
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული პროექტების ინიცირება ორშაბათის ბიუროს სხდომაზე მოხდება, რის შემდეგაც კომიტეტებში ალტერნატიული კანონპროექტების განხილვა დაიწყება, შემდეგ კი ეს საკითხი განსახილველად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.