ვაშინგტონი კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევის წინადადებას განიხილავს

ვაშინგტონს უკრანისთვის სამხედრო დახმარების გაწევა შეუძლია. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწეს მოადგილემ ენტონი ბლინკენმა განაცხადა. კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ბლინკენი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეზღუდვის შესახებ აშშ-ს პოლიტიკის გადახედვის წინადადებით გამოვიდა.
„რუსეთი მის მიერ ხელმოწერილ მინსკის შეთანხმებებს არღვევს. ერთადერთი, რაც შემდგომი ნაბიჯებისგან მოსკოვის შეკავებას შეძლებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოტენციალის გაძლიერებაა, მათ შორის ლეტალური იარაღის მიწოდების ხარჯზე. ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა ბლინკენმა.
ამასთან, ბლინკენმა პირდაპირ კითხვაზე „თავად უჭერს თუ არა მხარს კიევის შეიარაღების იდეას“ პასუხისგან თავი აარიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები