АТО-ს მებრძოლმა შეყვარებულს საჯაროდ ხელი სთხოვა (ფოტოკოლაჟი)
უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის მებრძოლმა შეყვარებულს საჯაროდ ხელი სთხოვა. ამის ამსახველი ფოტომასალა ფეისბუქში მოხალისე ნატალია ბოჩაროვამ გამოაქვეყნა.
„ყველაფერი შენთვის! შენთვის, საყვარელო, თავისუფლებას ვიცავდი. შენთვის ჯოჯოხეთიდან ცოცხალი დავბრუნდი. შენთან ჩემი ცხოვრების გაყოფა მსურს“, – ასეთი სიტყვების მოსმენას მეომრისგან ნებისმიერი გოგონა ისურვებდა, – წერს ბოჩაროვა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრომ შეყვარებულს ხელი სთხოვა, გოგონა კი დათანხმდა.
„ჩვენ კი ბედნიერები და მოჯადოებულები კიდევ დიდხანს განვიცდიდით ამ ბედნიერ წუთებს, ბედნიერების და სიხარულის ცრემლებს ვიწმენდდით. ნეტავ, ბედნიერება დიდხანს გაგრძელდეს!“, – ისურვა ბოჩაროვამ.