ბეჟან შველიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში ბეჟან შველიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიცია მხატვრის 85 წლის იუბილეს ეძღვნება.
ბეჟან შველიძე ქართული ფერწერული სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. იგი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. ავტორი დღემდე საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია, ასევე საქართველოს დამსახურებული მხატვარი და მხატვართა კავშირის პრემიის ლაურეატი. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ფონდში, ქუთაისის სამხატვრო გალერეასა და ბერლინის ჰილგემანის კერძო კოლექციაში. ბეჟან შველიძის შემოქმედება თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები დამთვალიერებელს მხატვრის თვალით აღქმულ სამყაროს გააცნობს.
გამოფენა 2014 წლის 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები