დონეცკში მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგა

დონეცკის მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგა, – ამის შესახებ „იტარ-ტასი“ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების შედეგად, წყლის მიწოდება ვოროშილოვსკის რაიონის მოსახლეობას აღუდგა. 13:00 საათისთვის კი წყლის მიწოდების პრობლემა მთელი ქალაქის მასშტაბით მოგვარდება. შეგახსენებთ, რომ წყალმომარაგება დონეცკში 18 ნოემბერს შეწყდა. საფილტრი სადგური დონეცკში სროლების შედეგად დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები