ევროკავშირმა სერბეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაავალდებულა

ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანების სურვილისა და შესაძლებლობის სანაცვლოდ მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესოს, – ამის შესახებ ბელგრადის გაზეთ „ვეჩერნიე ნოვოსტისთან“ ინტერვიუში სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა.
„სერბეთის ხელისუფლებისგან ისეთ ქმედებებს ველით, რომლებიც ევროკავშირში შესვლის სურვილს ამტკიცებენ“, – განაცხადა ევროკომისარმა. იოჰანეს ჰანის განცხადებით, მას ესმის ის, რომ მოსკოვს და ბელგრადს ისტორიული კავშირი აქვთ და დაეთანხმა იმ აზრს, რომ სანქციების დაწესება სერბეთისთვის მარტივი ნაბიჯი არ იქნება.
ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ სერბეთმა იურიდიულად რთულ საკითხებზე ევროკავშირთან საკუთარი პოზიციის შეთანხმების ვალდებულება აიღო. იოჰანეს ჰანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პოუტინის სერბეთში ვიზიტის დროს ქვეყნის პრემიერმა ალექსანდრე ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სერბეთის მთავარი პოლიტიკური მიზანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები